გამკაცრებული ზომები და კარანტინის რეჟიმი 

ამ წუთებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უკვე ე. წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.

თუ გუშინდელ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, საღამოს ცხრიდან დილის ექვს საათამდე დაწესებული შეზღუდვები ერთეული შემთხვევების გარდა მოსახლეობამ გაითვალისწინა და აკრძალვები მკაცრად დაიცვა. გამოვლინდა მხოლოდ 17 დარღვევა. მეორე დღეა, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე რეჟიმიც მოქმედებს. მკაცრად კონტროლდება ცხრა ქალაქის შესასვლელი და ტაქსებით და კერძო ავტომანქანებით გადაადგილება.  საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან თერმო-სკრინინგის დროს საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას მოქალაქეები დამატებითი კვლევისთვის საველე საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ.

არ არის გამორიცხული, რომ ზუგდიდში ზომები გამკაცრდეს და აგრარული ბაზარი დახურონ.