მსხვერპლი ჰელოუინზე - სამხრეთ კორეაში გლოვა გამოცხადდა

სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 153-მდე გაიზარდა, არიან დაშავებულებიც. მედიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ მცირე, 3 580 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ მიიღო ინფორმაცია. სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის იმ რაიონში მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი, კაფე და რესტორანია განლაგებული. კოვიდშეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ადგილზე ღონისძიებები პირველად იმართებოდა. მედია წერს, რომ მომხდარის დროს აღნიშნული რაიონის ქუჩებში 100 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, ოფიციალური პირები ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამო დაიწყო ჭყლეტა.