აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებასთან დაკავშირებით, კვლავ შეფასებების თემაა. ოპოზიცია აღნიშნულს „ქართული ოცნების“ მხრიდან გატარებული პოლიტიკის შედეგს უწოდებს და აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ეს ქართულ ჯარს თავდაცვისუნარიანობას აკარგვინებს.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი საქართველოში, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არსებულ გამოწვევებს არ შეესაბამება. მმართველ პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტილებას გადახედავს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს.