შშმ პირების პენსიების ყოველწლიური ზრდა შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
ჯანდაცვის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს, რომ განისაზღვრება ის მინიმალური თანხა, რომელზე ქვემოთაც პენსიები ვერ მოიმატებს. დღეს მოქმედი კანონით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიების ზრდა ბიუჯეტის პარამეტრების და შესაძლებლობების მიხედვით ხდებოდა. კანონში ცვლილების შეტანა და პენსიის ზრდის საკანონმდებლო დონეზე გარანტირება შშმ პირების და მათ უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტი პენსიების ინდექსაციასაც ითვალისწინებს.