მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან და სამი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. ტექსტის მიხედვით, ეს არის პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან, როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. პენიტენციური სამსახური მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
მოამბე