მსჯავრდებული ქალების დასაქმების შესაძლებლობა

პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებული ქალების დასაქმების გზებზე ილაპარაკეს დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე. ასოციაციების და მიწვეული სტუმრების განცხადებით, მსჯავრდებული ქალების დასაქმების მიმართულებით არსებობს გამოწვევები და მათ გადასაჭრელად საჯარო უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით დასაქმება არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გზა, რომ მოხდეს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საზოგადოებაში.