პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. რაც შეეხება დაჭრილი ბავშვის მდგომარეობას, ის დამაკმაყოფილებელია და სახის არეზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, დღეს სახლში გაწერეს.