პაველ ჰერჩინსკის ვიდეომიმართვა

ევროკავშირის ელჩმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წინსვლას ადასტურებს. ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია.