„პატრიოტთა ალიანსის“ ყრილობა

თბილისის სპორტის სასახლეში „დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრა იმართება. ალიანსის ლიდერების განცხადებით, ყრილობა ორ ძირითად საკითხს შეეხება, რაც ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. საქართველო უნდა შეუერთდეს მსოფლიოში სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობასა და ასევე კონკრეტული მექანიზმები იყოს შეთავაზებული  მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

ალიანსი ივნისში აქციას გეგმავს, რომლის დეტალებიც დღევანდელ ყრილობაზე გახდება ცნობილი. მათი განცხადებით, თუ მოთხოვნები შესრულებული არ იქნება, ისინი ივნისიდან აქციებს ყოველდღიურად გამართავენ.