დავით ზილფიმიანი ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლებს და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩაერთვება. როგორც ცნობილია, პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით უკვე მიმართეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა – ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ.
საკითხზე საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, ხვალ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, სიის მეოთხე ნომერი, ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს.