„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, შავლეგ თოდუამ ბრიფინგი გამართა. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

თოდუა ასევე შეეხო ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი და გაერთიანებული ოპოზიცია ერთ თამაშს თამაშობენ.