„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.
შეკრებილების თქმით, პროტესტი მათი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება. ისინი საგარეო უწყებაში შესვლას და შეხვედრას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.