კვიპროსის პრეზიდენტს, მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა.
მიღებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას.
ილია მეორემ კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.