ისრაელში საქართველოს ელჩის კომენტარი

ისრაელში საქართველოს საელჩოში ცხელ ხაზზე შესული ზარების რაოდენობა შემცირებულია, რის გამოც საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ელჩმა განუცხადა. ლაშა ჟვანიას განმარტებით, საგრძნობლად შემცირებულია საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვიც, რომლებსაც ისრაელიდან გამგზავრება სურთ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ელჩის თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი კვლავ რთულ საომარ ვითარებაში იმყოფება, თუმცა ცენტრალურ ტერიტორიებზე არსებული შედარებით მშვიდი სიტუაციიდან გამომდინარე, ღია ცის ქვეშ 1 000 კაცამდე შეკრება ნებადართული გახდა.