ვითარება ისრაელში - ლაშა ჟვანიას განცხადება

ისრაელში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი ფრენის დასანიშნად 12 ოქტომბრისთვის. ბილეთები ონლაინ გაიყიდება. ლაშა ჟვანიას თქმით, სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თელ–ავივის მიმართულებით და უკან, რეისები შეწყვიტა, ხოლო საქართველო ინარჩუნებს ფრენებს და დამატებით რეისებსაც ნიშნავს. მისივე თქმით, ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა, თუ მოქალაქეები დაიცავენ იმ ელემენტარულ წესებს, რომლებსაც ისრაელის შესაბამისი სამსახურები გასცემენ.