საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სამების ტაძარში ქადაგებისას სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრა და სამღვდელოებას მოუწოდა, საზოგადოებას მაგალითი მისცეს და საკარმიდამო მიწები დაამუშაოს.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ უნდა გავაძლიეროთ სოფელი, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. უწმინდესის განცხადებით, საზღვარგარეთ წასვლა და მოხუცი ადამიანების მოვლა ცუდი არ არის, მაგრამ უცხოეთში წასვლას ჯობია საკუთარ ქვეყანას და მიწას მივხედოთ.