ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს. ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.
შენდობის წესი, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა შეასრულა.
ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული,- ამის შესახებ ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მოგვიანებით პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლთან ერთად, სკოლის მანდატურები დალოცა და აღნიშნა, რომ მათი სამსახური განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.