ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა: „მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა. ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას. უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ. ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული“. – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.