ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით გრძელდება.
წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე. ბრალდებულების ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ იმ ჩანაწერის ნამდვილობას, რომელიც გამოძიების მტკიცებით 2007 წელს მოდულის შენობაში ჩატარებულ თათბირს ასახავს, სადაც პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმა განიხილებოდა. ადვოკატები მასზე ჩატარებულ ექსპერტიზას უნდობლობას უცხადრბენ. ბრალდების მხარის შუამდგომლობა კი დაცვის მხარის რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება, მათ შორის მოწმეების ნაწილში.
ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულები არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები: რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.