ეგზიუპერის ცნობილი ნოველის თეატრალური ვერსია ახალი ინტერპრეტაციით. რეჟისორი ირაკლი კავსაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრში „პატარა უფლისწულს” დგამს და სპექტაკლს დედის, ბელა მირიანაშვილის ხსოვნას უძღვნის. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი კი კახი კავსაძეა.