პოლიტიკური ვნებათაღელვა იზრდება „გირჩის“ ინიციატივის გარშემო.
ქალთა სავალდებულო კვოტორების გაუქმების იდეა პირველი მოსმენით მიღებულია. განხილვამ ხმაურიანი განცხადებების და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია „გირჩის“ კანონპროექტში „ქართული ოცნების“ ინტერესს ხედავს. მმართველ გუნდს და პროექტის უშუალო ინიციატორებს ქალთა უფლებების შეზღუდვაში და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ სადავო კანონპროექტს ხმას აძლევს „ქართული ოცნება“, რომელმაც ექვსი წლის წინ საარჩევნო სიების შედგენისას ყოველ ოთხეულში ქალების ყოფნა სავალდებულო გახადა. განხილვის დროს მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა ოდიშარია. შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამო დღეს მისი უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვა მოითხოვეს. დღევანდელ ინციდენტზე რეაგირებისკენ მოუწოდეს ეთიკის საბჭოსაც. დეპუტატს ბოდიშის მოხდა დასჭირდა.