„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. განხილვის დროს კრიტიკა და ბრალდებები ისმოდა „გირჩის“ და „ქართული ოცნების“ მისამართით. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. სხდომის დეტალებს და მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.