სიები შედგენილია, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა აქტორებმა საპარლამენტო შემადგენლობა საბოლოოდ განსაზღვრეს.
ჩამონათვალის გაცნობას არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მმართველი პარტიის თუ ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო სიებში ვეღარ მოხვდა ზოგიერთი ლიდერი და აქტიური წევრი, რომლებიც წლების განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკური ძალის მთავარ სახეებს წარმოადგენდნენ. გაკეთდა განმარტებებიც, თუმცა ამ განმარტებებმა კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა. თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტის სიაში მრავლად არიან ახალი სახეები. ტენდენცია არც წელს შეცვლილა – „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო შემადგენლობაში ადგილები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, მათ შორის კულტურის და სპორტის წარმომადგენლებსაც დაუთმო. მმართველი პარტიის რამდენიმე ძველი წევრი კი ოპოზიციური კოალიციების მიერ შედგენილ სიებში მოხვდა. გადაჯგუფებები მოხდა ოპოზიციურ ფლანგზეც. გამსვლელი და სათადარიგო ადგილებიდან გამომდინარე მითქმა-მოთქმა გამოიწვია რიგითობამაც.
თამუნა წიკლაური არკვევდა, რა პრინციპით დაიწერა მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის საარჩევნო სიები.