პარტია „ქართულმა იდეამ“ მხარდამჭერები რიყეზე შეკრიბა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრები წარადგინა. მათ საზოგადოებას პროგრამის პრიორიტეტებიც გააცნეს. სიის პირველი ნომრის, ლევან ჩაჩუას თქმით, შერჩეული კანდიდატები წარსულში არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ ყოფილან და სწორედ ამას მიიჩნევს ის მათ დამსახურებას. პარტიის მიზანი კი, სარწმუნოებისა და ზნეობის დაცვაა. ლევან ჩაჩუას თქმით, პროგრამა იმ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვას მოიცავს, რაც საქართველოს ისტორიულად გააჩნია.