ორწლიანი პაუზის შემდეგ, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ყრილობა გამართა. 2021 წლის შემდეგ, ეს იყო პირველი დიდი შეკრება სადაც პარტიამ ახალი წევრები გააცნო საზოგადოებას. ასევე, ყრილობის მონაწილეებს გააცნეს თავიანთი ხედვა, ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის შესახებ. როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, ორი წლის განმავლობაში ამზადებდნენ რეფორმების პაკეტს, საიდანაც 10 მიმართულება ყრილობაზე წარადგინეს. ამასთან, პარტიის წევრი გახდა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც შეკრებილებს სამომავლო გეგმები გაუზიარა.