პარტია „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ვასილ ხახულაშვილს საარჩევნო მოსყიდვის ფაქტში ადანაშაულებს. მისი თქმით, მარნეულში, სოფელ ჯანდარაში „ქართული ოცნების„ მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰპირდება გზის დაგებას, თუ არჩევნებში მმართველი გუნდის სასარგებლოდ მისცემენ ხმას. აჰმედ იმამკულიევი მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად დაუყონებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები.