პარტია „ახალის“ ლიდერის განცხადება - შეფასებები

ნიკა გვარამიას წინასაარჩევნო პოლიტიკური გზავნილებს, არათანმიმდევრულს უწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ცდილობს ამომრჩევლის გული გზავნილების შეცვლით მოიგოს. მმართველი გუნდი კი ნიკა გვარამიას შეცვლილ რიტორიკას პოპულიზმს უწოდებს და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. საუბარია „ახალის“ ლიდერის მიერ ერთ-ერთ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ რუსეთთან ფრენების აღდგენა, ვაჭრობა და ტურიზმი პოზიტიურ ჭრილში განიხილა. ოპონენტს სახელისუფლებო გუნდიდან წარსულში მის მიერ რადიკალურად განსხვავებული განცხადებებიც შეახსენეს.