უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაზარალებულთა ოჯახებიდან საქართველოში სტუმრად მყოფ ბავშვებს მასპინძლობს. ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაივის ოლიმპიური სკოლიდან ჩამოვიდნენ. ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოს დაათვალიერებენ, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან და საჩუქრებს მიიღებენ. უკრაინელი ბავშვები საქართველოში 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.