იტალიის პრემიერის მოწოდება

იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომის პოლიტიკური დარეგულირების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება გვიდო კროზეტომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ ის რისი მიღწევაც სამხედრო გზით შეუძლებელია, შესაძლებელია მიღწეული იყოს პოლიტიკური და დიპლომატიური ფრონტის გახსნით.