ბაიდენისა და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა

ჰიროსიმაში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკვე მზად არის. ის აღჭურვილობას, არტილერიასა და ჯავშანტექნიკას მოიცავს. ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს. თავის მხრივ, ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამა და ახალი პაკეტი ბრძოლის ველზე უკრაინელთა პოზიციებს გააძლიერებს.