უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი გეგმავს, მოუწოდოს კონგრესს დროულად მოქმედებისკენ, რათა უზრუნველყონ უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერა. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. როგორც იელენი აცხადებს, უმოქმედობა რუსეთის პრეზიდენტისთვის გამარჯვება იქნება. „ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა დაკავშირებულია უკრაინაში ბრძოლის ველზე წარმატებასთან. ეს ეხმარება უკრაინის მცდელობებს ომში. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინას იქამდე დაუმთავრდეს ფული, ვიდრე ამოეწურება საბრძოლო მასალა. უმოქმედობა გამარჯვებას მოუტანს პრეზიდენტ პუტინს და წარმოუდგენელი შედეგი მოჰყვება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა იელენმა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა არა ქველმოქმედება, არამედ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ინვესტიციაა ეროვნულ უსაფრთხოებაში.