დმიტრო კულებას განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და მიწოდების დროის შემცირებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.