პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

ევროპის ქალაქებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები დაიწყო. ბრიუსელში ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უნდა დაესწროს. დაგეგმილია შეხვედრა ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილესთანაც. დღის წესრიგის მთავარი თემები ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული სიტუაციაა. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფონზე როდის უნდა ელოდოს ასპირანტის სტატუსის მქონე ქვეყანა ორგანიზაციის გაფართოებას – სწორედ ეს საკითხი განიხილა საპარლამენტო დელეგაციამ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან. დეპუტატებმა რუსეთის მომდინარე საფრთხეებზეც გაამახვილეს ყურადღება. ქართულ დელეგაციას ელჩების გარკვეულ კითხვებზეც მოუხდათ პასუხების გაცემა.