ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შტატების დედაქალაქში მაღალი რანგის რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან და საქართველოს მხარდამჭერ კონგრესმენთან. საქართველო-აშშ-ს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს კონტექსტში პუტინის მიმართ მკაცრ განცხადებებს არ მორიდებია.
ირაკლი კობახიძე ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონსაც შეხვდა. ის აქტიურად მუშაობს საქართველოს მხარდამჭერ ანგარიშზე, რომელიც მისივე თქმით, ნატოს 2018 წლის სამიტზე ქვეყნის მიმართ განწყობებს აამაღლებს.