პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. შალვა პაპუაშვილმა მთავარ მონაპოვრად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა და ამ პროცესში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარ საფრთხეებზეც, მათ შორის ოპოზიციის რადიკალიზმზე ისაუბრა და საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობისთვის ოპოზიცია, მესამე სექტორი და პრეზიდენტი გააკრიტიკა. შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსასმენად პარლამენტში სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც იმყოფებოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების მთავარ აქცენტებს და მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.