პარლამენტის სხდომა 

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დეკრეტი უკვე გამოსცა. ბრძანება პარლამენტმა ხვალ უნდა დაამტკიცოს.

საკანონმდებლო ორგანო საგანგებო სხდომისთვის ემზადება. თუმცა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ბრძანების მხარდაჭერას არ აპირებენ. იმის გასარკვევად, თუ როგორ აპირებს ამ ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლება სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას და რა გეგმა აქვს შემუშავებული მომდევნო ერთი თვისთვის, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ რეჟიმის 10 მაისამდე გახანგრძლივება იგეგმებოდა. თუმცა დღეს ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია.

ნათია ქენქაძე გაგვაცნობს, როგორია საგანგებო სხდომამდე ერთი დღით ადრე განწყობა პარლამენტში.