დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე დღეს, პარლამენტში, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.
დეპუტატთა ნაწილი მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, სავალან მირზოევი კი აცხადებს, რომ ქართველები და აზერბაიჯანელები ისტორიულად მეგობრები არიან და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან პროცესების ხელოვნური დაძაბვა ხდება, რაც მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.