„მოამბე” განაგრძობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონაწილეთა ხედვის გაცნობას.
დღევანდელი რეპორტაჟი მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაეთმობა. „ქართული ოცნების” სახელით ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი იბრძვის.
გივი ჭიჭინაძე ამბობს, რომ წინა თანამდებობიდან გამომდინარე, ორივე რაიონის პრობლემებს კარგად იცნობს და მათი მოგვარების გეგმაც გაწერილი აქვს.
ვანსა და ხონში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.