გივი ჭიჭინაძემ სოფელ გოჩა ჯიხაიშის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

15:53, 23.04.2018

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთან ერთად მსვლელობა მოაწყო და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მათთვის სოციალური პაკეტების გაუმჯობესება. შეიქმნება ახალი პროგრამებიც, რათა ვეტერანებს თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მიეცეთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები კულტურის სფეროდან, რომლებმაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მსგავსი