გივი ჭიჭინაძემ ხონის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო

15:43, 25.04.2018

ქართული ოცნების ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ხონის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მთავარ გამოწვევად გივი ჭიჭინაძე სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს, რისთვისაც, მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

ასევე, შეხვედრა გაიმართა რკინიგზელებთან. გივი ჭიჭინაძემ მათ ახალი ინიციატივები გააცნო, რაც რკინიგზელთათვის სოციალური პაკეტებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

მსგავსი