ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გივი ჭიჭინაძე იქნება
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გივი ჭიჭინაძე იქნება

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე იქნება. ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაში, რომელზეც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებითაც იმსჯელეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და უმრავლესობის დეპუტატები მონაწილეობდნენ.

გივი ჭიჭინაძე 2015 წლის 23 თებერვლიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე ვაკის რაიონის გამგებელი იყო.

ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.