პარლამენტის საგამოძიებო კომისია

ცნობილია იმ დეპუტატების სია, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმეს დამოუკიდებლად გამოიძიებენ.

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის 17-კაციან შემადგენლობაში უმცირესობა უმრავლესობითაა წარმოდგენილი, ექვსი წევრი ჰყავს მმართველ გუნდს, კომისიაშია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატიც.

შედგენილია იმ პირთა სიაც, რომლებსაც პარლამენტში მოუწევთ მისვლა. გახმაურებული დანაშაულის თვითმხილველების გარდა საპარლამენტო კომისია მთავარი პროკურორის და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დაკითხვასაც გეგმავს. თუმცა მანამდე დეპუტატები სისხლის სამართლის რეზონანსული საქმის მასალებს უნდა გაეცნონ.