საქართველოს პარლამენტის გზავნილები რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას და დავალება ქვეყნის მთავრობას.
ქართველი კანონმდებლები აღმასრულებელ ხელისუფლებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენას სთხოვენ. ვადა მათ 15 ივნისამდე აქვთ. აღნიშნულ სიაში მოხვედრა რამდენიმე კრიტერიუმით უნდა გადაწყდეს. მათ შორის არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ მძიმე დანაშაულის ჩამდენი და ამ დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
საპარლამენტო უმრავლეობისა და ევროპული საქართველოს კონსულტაციების შედეგად შეჯერებულმა დოკუმენტმა პირველი მხარდაჭერა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისგან უკვე მიიღო.