ორკვირიანი კონსულტაციების შემდეგ უმრავლესობა-უმცირესობას შორის შეთანხმება მიღწეულია.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტი რეზოლუციის ერთიან ტექსტს უყრის კენჭს. შეთანხმების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ვარიანტში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენის საკითხი ჩაემატება. სწორედ ამ სიის და მასში მოსახვედრ პირთა გარშემო მიმდინარეობდა მმართველ გუნდსა და „ევროპულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებები.
რეზოლუციის
შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ოფიციალური თბილისი 34 წლის მოქალაქის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.