პარლამენტის რეზოლუცია

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტი ერთიან რეზოლუციას მიიღებს.

უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებმა საკუთარი დოკუმენტების შეჯერება მოახერხეს. რეზოლუციის პროექტს 19 მარტს საგარეო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და 21 მარტს კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან. ერთიან დოკუმენტში მოხვდა როგორც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სია, ასევე მოთხოვნა, რომლითაც რუსეთი საქმეში პასუხისმგებელ სუბიექტად არის მოხსენიებული.

როგორ ეხმაურებიან შეთანხმებას პოლიტიკოსები – თამარ წიკლაური მუშაობს პარლამენტში.