სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა დღეს ბიუროზე ოფიციალურად დაარეგისტრირეს. „ლელოს“ წარმომადგენლის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობამ ბიუროს რიგგარეშე სხდომა დღეს მოიწვია, რათა ომბუდსმენის პოსტზე სხვა კანდიდატები არ დასახელდნენ. საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ დღეს პარტია „ლელო“ წარმოადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ხვალ, საკითხთან დაკავშირებით ჩატარდება ბიუროს სხდომა და მათი კანდიდატიც განხილული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ.