დღეს გახდება ცნობილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა, პარალელურად, პარლამენტი ვეტოს დასაძლევად ემზადება, ეს პროცესი მომდევნო კვირაში გაიმართება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ვეტოში სამართლებრივი მოტივირებული შენიშვნები არ არსებობს. „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, რატომ არ დაელოდა სალომე ზურაბიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას, რითაც კანონპროექტის კორექტირების და დისკუსიის საშუალება მიზანმიმართულად ჩაკეტა. ვეტოს დაძლევის დროს ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას აანონსებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ ვეტო არ დაძლიონ.