პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. პრეზიდენტის პოზიცია დეპუტატებს მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ კანონპროექტით, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი უარესდება და არსებული რედაქცია უცვლელი უნდა დარჩეს. პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ აპირებს. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონთან დაკავშირებით ვერცერთმა მხარემ სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარმოადგინა.
როგორია მხარეთა არგუმენტები ? – მანანა დევაძე პირდაპირ ეთერში.