პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება – საქმე ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს. მათ მიაჩნიათ, რომ ის ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება და ზღუდავს ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი გუნდისთვის კი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ცვლილებები მანიფესტანტების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება იმპიჩმენტის პროცედურის განხილვამდე ერთი დღით ადრე გამოიყენა.