პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს

დღევანელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის შემდეგ, დეპუტატები პროექტს დღის ბოლოს კენჭს უყრიან.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით, 2019 წლის ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მლნ ლარია, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 600 მლნ ლარით იზრდება.

ბიუჯეტის პროექტით პრიორიტეტული მიმართულებებია ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურის სფეროები.